მამუკა მდინარაძე - ხალხმა დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 08 ოქტომბერი 2024, 19:17

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარე აქვს.

ამის შესახებ მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს:

1. მოხდა აგენტურის აბსოლუტური ლუსტრაცია.

2. გამოჩნდა, რომ კამპანიამ, ყველაფერი ქართულისთვის რუსული დაერქმიათ, არ იმუშავა, რადგან მათი მხრიდან სხვა უპრეცედენტო ზომების მიღება გახდა საჭირო.

3. ხალხი უფრო კარგად გაიაზრებს, რა მოჰყვებოდა ბოლო წლებში გარედან შეკვეთილ ემოციებზე აყოლას.

4. ხალხმა ასევე დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია.

5. საქართველოს მოქალაქეს არჩევანი ძალიან გაუადვილდა: მან უნდა აირჩიოს, ვისკენ არის საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, ქართველებისკენ თუ უცხოელებისკენ.

6. ყველა ოდნავ გონიერი ადამიანი ჩვენი, ქართველი ერის გაუტეხელი ხასიათიდან გამომდინარე, ხვდება – რაც უფრო გაძლიერდება ანტიქართული ზეწოლა, მით უფრო გაძლიერდება ქართული მხარდაჭერა“, – წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი „ფასი" მისთვის არ არსებობს
არქივი