ლევან ნიკოლეიშვილი: ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ არამარტო პოლიტიკური, არამედ მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
326 16 ოქტომბერი 2024, 16:11

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ ტყუილს ეხმიანება, რომლის თქმითაც, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას", ის სექტაა რომელიც არა მხოლოდ ამართლებდა და ამართლებს წინა ხელისუფლების უამრავ დანაშაულს, არამედ ახლაც მზად არის მათთან ერთად, დეზინფორმაციიდან დაწყებული უკიდურესი სიბინძურეებით დამთავრებული დანაშაულები კვლავ ჩაიდინონ.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ პოლიტიკურად განადგურდა. ამის შემდეგ მათმა ერთ ერთმა გამწარებულმა მედროშემ მუმლაძემ ასეთი ტყუილი იკადრა, რომ თითქოს სცენის დაშლის დროს ერთი ადამიანი დაშავდა და დაღუპა. სწორედ ამიტომა ვაცხადებთ, ჩვენ " ერთიანი ნეიტრალური საქართველო," რომ ასეთ ადამიანებს, რომლებიც არათუ მხარს უჭერენ კრებსით ნაციონალურ მოძრაობას, არამარტო პოლიტიკური, არამედ მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ეს ის სექტაა, რომელიც არა მხოლოდ ამართლებდა და ამართლებს წინა ხელისუფლების უამრავ დანაშაულს, არამედ ახლაც მზად არის მათთან ერთად, დეზინფორმაციიდან დაწყებული უკიდურესი სიბინძურეებით დამთავრებული დანაშაულები კვლავ ჩაიდინონ. დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა
დავით ქართველიშვილი: იტალიაში შემდგარმა კონტაქტებმა დააფიქსირა პრაგმატული "სტატუს-კვო": საქართველო არ ირჩევს თვითიზოლაციის გზას, მაგრამ არც დამყოლი მოთამაშის როლს ირგებს საკუთარ თავზე
ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როცა ქვეყანა ევრობიუროკრატიული გავლენების ქვეშაა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, შედეგი მძიმეა, საქართველო რომ გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ამავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით
ლაშა გეგეჭკორი: შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს - ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას
ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანხვედრა არსებობს
არქივი