თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ქართველი ხალხი ღია არჩევნებს ატარებს მთელი მსოფლიოს დასანახად, დღეს ყველა მხოლოდ საქართველოს ვირჩევთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 23 ოქტომბერი 2024, 15:43

დღეს ყველა დაინახავს გაბრაზებული ქართველი ხალხის ერთობას, რომელიც არაფრის ფასად არ თმობს მშვიდობას, აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრებას. არ თმობს ტრადიციებს და სურს ღირებული დემოკრატიის მიღება, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, დღეს ქართველი ხალხი ირჩევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ირჩევს საქართველოს, რწმენას და ქართული ღირებულებების გადარჩენას.

„დღეს საქართველო ერთიანია, ისე როგორც არასდროს! დღეს ქართველი ხალხი ირჩევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ირჩევს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენის, ჩვენი ღირებულებების გადარჩენას!

ოპოზიციის მტრულმა ქმედებებმა, დასავლეთის ზეწოლამ და ყალბი დემოკრატიის პროპაგანდით ერის სინდისის შეურაცხყოფამ, საქართველო ფეხზე დააყენა. დღეს კიდევ ერთი ისტორია დაიწერება. დღეს ყველა დაინახავს გაბრაზებული ქართველი ხალხის ერთობას, რომელიც არაფრის ფასად არ თმობს მშვიდობას, აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრებას. არ თმობს ტრადიციებს და სურს ღირებული დემოკრატიის მიღება.

დღეს ქართველი ხალხი ღია არჩევნებს ატარებს მთელი მსოფლიოს დასანახად. დღეს ყველა მხოლოდ საქართველოს ვირჩევთ!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
არქივი