მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ქართველი ხალხი მორიგი, ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება და ისინი - წინასწარ ჩავარდნილი აქციებისთვის. რა დროს აქციებია, გემს მიხედონ, ჩამოეშალათ აგენტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 24 ოქტომბერი 2024, 12:35

უღრმესი მადლობა ჩვენს ასიათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც გუშინდელ, თბილისის შემაჯამებელ აქციაზე გამარჯვების უდიდესი მუხტი დადეს!, - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

„26 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს მშვიდობის, ღირსების და კეთილდღეობის, ჩვენი სამშობლოს ჭეშმარიტი ევროპული, ტრადიციული, ქრისტიანული მომავლის დასაცავად!

რაც შეეხება მეორე, უსამშობლო აგენტების მხარეს - ისეთი პანიკა აქვთ, აგონიაში მყოფები დავალებას იძლევიან, საპროტესტო მუხტი გვჭირდება და იქნებ რაიმე სახის აქციების ჩატარება მოვახერხოთო.

ქართველი ხალხი მორიგი, ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება და ისინი - წინასწარ ჩავარდნილი აქციებისთვის. რა დროს აქციებია, გემს მიხედონ, ჩამოეშალათ აგენტურა“, - წერს მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ამ მარტივ მოცემულობებს - ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას, ვეღარ შეცვლიან
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ „ოპოზიციის“ გაშმაგებულ მცდელობას, გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე
ლევან კოჭლოშვილი: საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი სიტყვა - ვანდალიზმი
მიხეილ სააკაშვილი: ყველა ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს განსხვავებას წინა ხელისუფლების დროინდელ 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებსა და დღევანდელ სადამსჯელო ოპერაციებს შორის არის უსარგებლო იდიოტი
ალექსანდრე დალაქიშვილი: რადიკალ ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ქართული ღირებულებების გათელვით ცდილობენ გაგვხადონ ინსტრუმენტები დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში, სადაც პატარა ქვეყნების ინტერესი მეორე ხარისხოვანია
არქივი