ირაკლი ჭეიშვილი: ბათუმში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით, მეორე ადგილზე მყოფ "ნაციონალურ მოძრაობას" მოვუგეთ 33 700 ხმით - ამის შემდეგ რომ იტყვით არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 29 ოქტომბერი 2024, 12:16
"ქართული ოცნების" აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი, "ქართული ოცნების" გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, ბათუმში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე ოპოზიციურ პარტიას დაახლოებით 6 000  ხმით, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ  "ნაციონალურ მოძრაობას" 33 700 ხმით მოუგო. მისი თქმით, ამ მონაცემების ნახვის შემდეგ, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი უნამუსობაა.
"ბათუმში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 45 631 ხმა. პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში მიიღო 39 859 ხმა.  4- 10 684 5 - 11 879 9 - 7 011 25 - 10 285 ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000  ხმით. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას" მოვუგეთ 33 700 ხმით. ამის შემდეგ რომ იტყვით არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი. სინდისი გეყოთ და აღიარეთ შედეგები." -  წერს ირაკლი ჭეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
არქივი