გია აბაშიძე: ცესკოს მისამართით უსაფუძვლო ბრალდებათა ნიაღვარს, რომელსაც სტატუსით სათავეში უდგას სალომე ზურაბიშვილი, ესაჭიროება სამართლებრივი რეაგირება, სიტყვის თავისუფლება არაა საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოზე თავდასხმა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 29 ოქტომბერი 2024, 22:12
ფაშისტ ლიბერალებს გამრუდებულად ესმით კონსტიტუციური წეს-წყობილება და კანონის უზენაესობა. ნაცრევანშისტებს რატომღაც ავიწყდებათ ის ხისტი რეაგირება, რომელიც, მაგალითად აშშ-შია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ბრალდებებზე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომლითაც უწყება არჩევნების გაყალბების ბრალდებაზე გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს.
აბაშიძის განცხადებით, ცესკოს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლის სათავეშიც სალომე ზურაბიშვილია, სამართლებრივი რეაგირება ესაჭიროება, ვინაიდან სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმას.
"ცესკოს მისამართით უსაფუძვლო ბრალდებათა ნიაღვარს, რომელსაც სტატუსით სათავეში უდგას სალომე ზურაბიშვილი, ესაჭიროება სამართლებრივი რეაგირება, სიტყვის თავისუფლება არაა საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოზე თავდასხმა! ფაშისტ ლიბერალებს გამრუდებულად ესმით კონსტიტუციური წეს-წყობილება და კანონის უზენაესობა. ნაცრევანშისტებს რატომღაც ავიწყდებათ ის ხისტი რეაგირება, რომელიც, მაგალითად აშშ-შია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ბრალდებებზე. უსაშველო სექტანტების ვაი-ვიში, რომ ე.წ. რეპრესია დაიწყო, ცესკო თითქოს კუთხეშია და ა.შ., ემსგავსება იმ შაპიტოს ჩამოხეულ კარავს, რომლის წარმოდგენები აღარავის აინტერესებს."- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო, ალბათ იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია
ნინო ფოჩხუა: „სამართლიანი არჩევნები" მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს, თურმე, 3111 საარჩევნო უბნიდან 11-ზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა, იციან, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა
დავით ჩიხელიძე: „სამართლიანმა არჩევნებმა" მორიგ ჯერზე გაამახვილა ყურადღება გენდერის საკითხზე, გენდერული ბალანსი მხოლოდ 11 შემთხვევაში დაირღვა, რაც ცალსახად უმნიშვნელო ციფრია
ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, მათი ყველა ე.წ. არგუმენტი არაფრის მომცემია, ოპოზიციამ იცის, რომ მათ რადიკალიზმსაც და მხარდაჭერასაც ეწურება ვადა, ესაა მათი გააფთრებული გაფართხალების მიზეზიც
თამთა მეგრელიშვილი ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკით მანიპულაციაზე: ოპოზიციავ აღიარეთ, რომ არჩევნებში დამარცხდით, შეეშვით მცდელობას მოახდინოთ საზოგადოების აზრის ფორმირება ხელოვნურად შექმნილი ნარატივით
არქივი