„არ წყდება ცესკოს თანამშრომელთა ბულინგი და დაშინება, რა გინდათ, დავსაჯოთ, რადგან არჩევნები სრულყოფილად ჩაატარეს?“ - დავით ჩიხელიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
211 30 ოქტომბერი 2024, 15:34
„რა გინდათ ცესკოს თანამშრომლებისგან? დავსაჯოთ, რადგან არჩევნები სრულყოფილად ჩაატარეს?“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიცია ცესკოს თანამშრომლების გაშავებით არის დაკავებული.

„არ წყდება ცესკოს თანამშრომელთა ბულინგი, დაშინება და ა.შ. რა გინდათ ცესკოს თანამშრომლებისგან? დავსაჯოთ, რადგან არჩევნები სრულყოფილად ჩაატარეს? ოპოზიცია, ცესკოს თანამშრომელთა გაშავებას, მათი პროფესიონალიზმის გამო ახორციელებს. არ გამოვა მეგობრებო ადამიანთა უშინაარსო ბულინგი, კანონი მარტივი და მკაცრი მოცემულობაა, ყოველი მუქარა რომელიც ცესკოს თანამშრომლის წინააღმდეგ ხორციელდება სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული და პასუხგაცემული.

სამწუხაროა, რომ დღეს არა კონსტრუქციულ, ჯანსაღ პოლემიკას, არამედ ძალადობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ვხედავთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, აბა დასავლეთის ქვეყნებში ცადეთ მსგავსი შინაარსის ტექსტების დაწერა, ან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დარეკვა და ა.შ. ეს არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ხულიგნობა და დანაშაულია, დანაშაული რომელიც არავის შერჩება.ჩემი სრული, მყარი მხარდაჭერა ცესკოს თანამშრომლებს, მადლობა ქვეყნის სამსახურისთვის და პროფესიონალიზმისთვის!“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
არქივი