გია აბაშიძე: ახლოვდება ის დრო, როდესაც საქართველოს საჯარო სივრცეში კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პასუხისმგებლიანი არასამთავრობოები ხავერდოვნად განდევნიან გარედან დაფინანსებულ მჩხავანა რევანშისტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 09 ნოემბერი 2024, 12:42

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება, „პრაიმ ტაიმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,სადაც საუბარია იმაზე, იცრუეს თუ არა ე.წ მდიდარმა ენჯეოებმა “გამჭვირვალობის კანონის” სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მათი წყაროს ინფორმაციით, საჩივარი ამ დრომდე არ გაგზავნილა.

აბაშიძის განცხადებით, საინტერესოა რა პასუხს გასცემენ ენჯეოები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ახლოვდება ის დრო, როდესაც საქართველოს საჯარო სივრცეში კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პასუხისმგებლიანი არასამთავრობოები ხავერდოვნად განდევნიან გარედან დაფინანსებულ რევანშისტებს.

„„ნაცენჯეოებისადმი" უკვე ორი მთავარი შეკითხვაა - როდის გამოქვეყნდება 2024-ის PVT და გაიგზავნა თუ არა საჩივარი სტრასბურგში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე?

თუ პასუხია, რომ არა და იმიტომ, გასაგებია ფსევდოების პოზიცია, ხოლო გავგზავნეთ და ჯერ არ განხილულაზე კი, საინტერესოა ამის დოკუმენტური მტკიცებულება თვით სტრასბურგის რეესტრიდან.

ახლოვდება ის დრო, როდესაც საქართველოს საჯარო სივრცეში კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პასუხისმგებლიანი არასამთავრობოები ხავერდოვნად განდევნიან გარედან დაფინანსებულ მჩხავანა რევანშისტებს,”-წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
არქივი