ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, მათი ყველა ე.წ. არგუმენტი არაფრის მომცემია, ოპოზიციამ იცის, რომ მათ რადიკალიზმსაც და მხარდაჭერასაც ეწურება ვადა, ესაა მათი გააფთრებული გაფართხალების მიზეზიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 13 ნოემბერი 2024, 16:19

ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, თან ამას ემატება ისიც, რომ ყველა ე.წ. არგუმენტი მათი მხრიდან - ხან არა ბრენდირებულ მარკერებზე აპელირება და ხანაც გენდერული დისბალანსის "აღმოჩენები", არაფრის მომცემია, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციის მიერ თითიდან გამოწოვილი საკითხები, არჩევნების ლეგიტიმაციაზე გავლენას რომ ვერ მოახდენდა, ეს თავადაც იციან, თუმცა, ოპოზიციამ ისიც იცის, რომ მათ მხარდაჭერასა და რადიკალიზმს მალე ვადა ეწურება, რაც რადიკალების მხრიდან "გააფთრებული გაფართხალების" მიზეზია.

„ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, თან ამას ემატება ისიც, რომ ყველა ე.წ. არგუმენტი მათი მხრიდან - ხან არა ბრენდირებულ მარკერებზე აპელირება და ხანაც გენდერული დისბალანსის "აღმოჩენები", არაფრის მომცემია. ეს თითიდან გამოწოვილი საკითხები, ვერანაირად ვერ იქონიებდა გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე და შესაბამისად მის ლეგიტიმაციაზე. ოპოზიციამ ეს იცის, მაგრამ ისიც იცის, რომ მათ რადიკალიზმსაც და მხარდაჭერასაც ძალიან მალე ეწურება ვადა, სწორედ ეს გახლავთ მათი გააფთრებული გაფართხალების მიზეზიც“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებაზე: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას, ეს უკიდურესად აღმაშფოთებელია
შალვა პაპუაშვილი ტრამპის სასამართლოს საქმეზე: ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში, სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო
ედიშერ გვენეტაძე: მაშინ, როცა კონგრესმენი უილსონი ჩალის ფასის წერილს წერდა, საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადეთო, გერმანიაში რამშტაინის შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნანა კაკაბაძე: ოპოზიციამ შეიძინა არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ხელისუფლების მიმართ ოპონირების რეჟიმის ნაცვლად პოლიტიკური პარტიები, ყველა საშუალებით, იბრძვიან სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, რათა ამ გზით მოიპოვონ ძალაუფლება
არქივი