დავით ჩიხელიძე: ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო, ალბათ იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
272 14 ნოემბერი 2024, 16:28

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ამერიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ხმის მიცემის პროცედურის ამსახველ ვიდეო მასალას ავრცელებს.

ექსპერტის თქმით, „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო, იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან: საარჩევნო უბნის შესასვლელში წარმოებდა პარტიული აგიტაცია, ამომრჩევლებს, წინასწარ მონიშნული ბიულეტენის ასლით, აძლევდნენ მითითებას, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა, ამომრჩევლებს არ სთხოვდნენ პირადობის მოწმობას, არ ხდებოდა მარკირება, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის განთავსებისას, ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

„რას იტყოდა ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ის რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ყოფილიყო? ალბათ, იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია, იმიტომ რომ:
- საარჩევნო უბნის შესასვლელში წარმოებდა პარტიული აგიტაცია,
- ამომრჩევლებს, წინასწარ მონიშნული ბიულეტენის ასლით, აძლევდნენ მითითებას, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა,
- ამომრჩევლებს არ სთხოვდნენ პირადობის მოწმობას,
- არ ხდებოდა მარკირება,
- საარჩევნო ყუთში ბიულეტენის განთავსებისას, ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. მგონი, ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, ჩვენს შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე: უცხოური დაფინანსების გამო ადეკვატურობის დაკარგვასთან, თუ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასთან?“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!
ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა
დავით ქართველიშვილი: გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი
"ნაცობა" ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის
არქივი