მამუკა მდინარაძე: ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს, რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
363 28 ნოემბერი 2024, 22:07

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ოპოზიციის პროტესტს „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, მმართველი გუნდის განცხადება ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს, მათ შორისაა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და 2030 წლისთვის საქართველოს მზაობა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. მდინარაძე ინტერესდება, კონკრეტულად რომელი პუნქტია არაევროპული და რას აპროტესტებს ოპოზიცია.

„ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს: 1. ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი. 2. 2030 წლისთვის საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის. 3. 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რათა ეს არ იყოს მუდმივი შანტაჟის მექანიზმი ვინმეს მხრიდან და წყნარად შევძლოთ შესაბამისი რეფორმების გატარება და ქვეყნის განვითარება. 4. ამავე მიზეზით უარს ვამბობთ ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებით დაფინანსებაზე და ამ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს. რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს" - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი