საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა - უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 29 ნოემბერი 2024, 13:00

საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა - უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის საჯარო მოხელეებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს.

„საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა. ვიცი, თათბირს თათბირზე გიტარებენ, ცდილობენ გადაგარწმუნონ, მაგრამ ხვდებით, რომ სხვა საქართველოში გაიღვიძეთ. ვხედავ, ერთმანეთის ოთახებში, დერეფნებში ჩუმად როგორ იკრიბებით და გინდათ თქვენი ხმა ხალხს გააგონოთ.

ჰოდა, მეტი დრო აღარ გექნებათ პოზიციის დაფიქსირების. არასოდეს მითხოვია. ყოველთვის მესმოდა საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები, მაგრამ ახლა აღარ არის ის „ყოველთვის”. ადამიანურად უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი. უმორჩილესად გთხოვთ, მინიმუმ ხმა ამოიღოთ იმ ხალხის გასაგონად, ვინც ხელფასს გიხდით“,- წერს ნათია მეზვრიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე ანალენა ბერბოკის საჩივარზე: „ნაცების“ ტელეეთერებში მოუბარ „დაჩაგრულ-დევნილთა“ რეაქცია მაინტერესებს - გერმანიაც „გაჩელიაბინსკდა?“
ჩვენისთანა პატარა ქვეყანა პირველ სამიზნეშია „დიფ სთეითის“ იმიტომ, რომ სწორედ პატარა ქვეყნის პოზიციებიდან ჩვენზე გაცილებით უფრო მძლავრ და დიდ ქვეყნებს ვაძლევთ მაგალითს, რომ „დიფ სთეითთან“ გამკლავება საჭიროა
გლობალისტები და "დიფ სთეითი" აშშ-ში ყველაფერს იმავე „ფერადი რევოლუციების“ შაბლონების მიხედვით აკეთებენ, რაც საქართველოსთვის ჰქონდათ მომზადებული
როცა დავით ქართველიშვილის წერილს ვკითხულობდი, ტრამპის სიტყვები გამახსენდა. მან თქვა, რომ კანადას აშშ მიიერთებს. თანაც, ისე მარტივად განაცხადა ეს გეგმა, თითქოს არც კი არსებობდეს კანადა, როგორც სუვერენული სახელმწიფო
ედიშერ გვენეტაძე თინა ბოკუჩავას ბრიფინგზე: ახლა უკვე კოლექტიური ფსკერიც კი გაუვარდათ ამ უბედურებს, ამიტომაც იქცნენ საბოლოოდ ფსკერგავარდნილ „ნაცებად“
არქივი