იმით, რომ ისევ გავასწარით მოვლენებს და დროებით ჩავეხსენით რადიკალებისთვის შანტაჟის იარაღად ქცეულ მოლაპარაკებებს, ოპოზიციამ აბსოლუტური კრახი განიცადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 30 ნოემბერი 2024, 00:12
„როგორც ჩვენი ნაკრებისგან დავინახეთ, რომ პირველ ნომრად თამაში შეუძლიათ და მეტოქეს უკვე თავიანთი თამაშის სტილს სთავაზობენ, იმავეს ვაკეთებთ პოლიტიკაში, დაახლოებით, ოთხი წელიწადია. მანამდე სულ უკან ვიყავით და სულ თავს ვიმართლებდით“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, იმით, რომ ისევ გავასწარით მოვლენებს და დროებით ჩავეხსენით რადიკალებისთვის შანტაჟის იარაღად ქცეულ მოლაპარაკებებს, ოპოზიციამ აბსოლუტური კრახი განიცადა. 

„როდესაც ჩვენმა მტრებმა და დაუძინებელმა მეგობრებმა, იგივე, შარლ მიშელის ხელშეკრულება მოგვახვიეს თავს, ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლა მოვახერხეთ, რადგან ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური იყო და ყველას დავანახეთ, რომ ამის უფლება გვქონდა. 

როდესაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომით რადიკალებს და მათ პატრონებს ეგონათ, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდებდნენ, ყველასთვის მოულოდნელად პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩნდა და [ამის ძალიან დადებითი შედეგებიც] დავინახეთ.

დღეს, როდესაც ისევ გავასწარით მოვლენებს [და დროებით ჩავეხსენით რადიკალებისთვის შანტაჟის იარაღად ქცეულ მოლაპარაკებებს], ოპოზიციამ აბსოლუტური კრახი განიცადა - ვეღარც გამოდიან მათ მიერ აქციაზე გამოყვანილ ხალხთან და აღარც იციან, რა უნდა უთხრან მათ, რადგან მათი ჭკუით, 16 დეკემბერს რაც უნდა გაეჟღერებინათ, [რომ ევროკომისია მოლაპარაკების გახსნაზე უარს ამბობდა საქართველოსთან და ამის გამო პროტესტი უნდა აეგორებინათ], ახლა ამას ვეღარ აკეთებენ, სამი კვირით ადრე ხომ არ იტყვიან ამ გეგმის შესახებ და ამით ყველას ხომ ვერ აჩვენებენ, რომ ეს ყველაფერი ფარსი და წინასწარ დაგეგმილი თამაშია, რომლითაც მათ რიგებში ბოლო კუდის მოქნევას აპირებდნენ. ამიტომ, ეს 6000-ამდე მომიტინგე ნელ-ნელა მარგინალიზდება, რის გამოც, აუცილებლად შეუბრუნდება თავისივე ლიდერებს. თუმცა, ამავდროულად, დღეს ვხედავთ სიტუაციის გამძაფრებას, ვხედავთ, რომ იმ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს მართლა ამზადებენ და ამას ძალიან ხისტი, სისხლისსამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ამ მარტივ მოცემულობებს - ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას, ვეღარ შეცვლიან
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ „ოპოზიციის“ გაშმაგებულ მცდელობას, გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე
ლევან კოჭლოშვილი: საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი სიტყვა - ვანდალიზმი
მიხეილ სააკაშვილი: ყველა ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს განსხვავებას წინა ხელისუფლების დროინდელ 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებსა და დღევანდელ სადამსჯელო ოპერაციებს შორის არის უსარგებლო იდიოტი
ალექსანდრე დალაქიშვილი: რადიკალ ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ქართული ღირებულებების გათელვით ცდილობენ გაგვხადონ ინსტრუმენტები დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში, სადაც პატარა ქვეყნების ინტერესი მეორე ხარისხოვანია
არქივი