ლევან კოჭლოშვილი: საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი სიტყვა - ვანდალიზმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
368 30 ნოემბერი 2024, 17:04

„წარმოუდგენელი ძალადობაა მართლწესრიგის დამცველ პოლიციელს ესროდე პიროტექნიკას, მილოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ბოთლებს. უსაზღვრო უტიფრობაა ოკუპანტთან მებრძოლ პოლიციელს მოღალატეს და რუსს ეძახოდნენ პოლიტიკურად ის გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც არა თუ არ უბრძოლიათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ, ერთი საათიც კი არ ჩასულან ომში დაზარალებულ მოსახლეობასთან და ქვეყნიდან გაქცევაში ერთმანეთს ასწრებდნენ“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში და აქციაზე დაშავებული სამართალდამცავი პირების ფოტოებს აქვეყნებს.

მისივე თქმით, „რუსულ პიროტექნიკას" „ევროპელი მომიტინგეები" ევროპულად ესროდნენ იმ სამართალდამცავებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპანტისაგან იცავდნენ ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად.

„საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი სიტყვა - ვანდალიზმი.
„რუსულ პიროტექნიკას" „ევროპელი მომიტინგეები" ევროპულად ესროდნენ იმ სამართალდამცავებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპანტისაგან იცავდნენ ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად.
წარმოუდგენელი ძალადობაა მართლწესრიგის დამცველ პოლიციელს ესროდე პიროტექნიკას, მილოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ბოთლებს.
უსაზღვრო უტიფრობაა ოკუპანტთან მებრძოლ პოლიციელს მოღალატეს და რუსს ეძახოდნენ პოლიტიკურად ის გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც არა თუ არ უბრძოლიათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ, ერთი საათიც კი არ ჩასულან ომში დაზარალებულ მოსახლეობასთან და ქვეყნიდან გაქცევაში ერთმანეთს ასწრებდნენ.
რომ არა ჩვენი პატრიარქი, მაშინ ხელისუფლებაში მყოფი სწორედ ამ პოლიტიკოსების უმრავლესობის გულგრილობითა და საკუთარი ხალხის მიტოვებით, გმირულად დაცემულ ჩვენს თანამემამულეებს საკუთარ სამშობლოში არ ექნებოდათ საფლავი და მათი გვამები იქ გაიხრწნებოდა.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს საქართველოს ქვეყნის მოყვარე ხელისუფლება, რომელიც არაფრის ფასად არ დათმობს იმ მარადიულ ღირებულებებს, რამაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პატარა ერი დღევანდელ დღემდე მოიყვანა“ - წერს ლევან კოჭლოშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი