დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ „ოპოზიციის“ გაშმაგებულ მცდელობას, გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 01 დეკემბერი 2024, 14:05

ვხედავთ ჩვენ უკანასკნელ ორ დღეში „ოპოზიციის“ გაშმაგებულ მცდელობას - გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე, - წერს „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მან აღნიშნა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება ფაქტიურად ხელიდან აცლის მათ ძირითად ნარატივს - „გაყალბებულ არჩევნებზე“ ოპოზიციური გოდებისა და წუხილის სახით. მისივე თქმით, დანარჩენი ორი - „რუსული თემა“ და "წართმეული ევროპა" იმდენად ხელოვნური, "ლირიკული" და აცდენილია რეალობას, რომ დესტრუქციის აგების გრძელვადიან პერსპექტივებს ვერ იძლევა.

„„ოპოზიციას“ და მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილ აქციონერებს „ცენტრიდან“ რა თქმა უნდა ეძლევა სხვადასხვა შინაარსის დავალებები - რაც უნდა იცოდეს "იუპიტერმა" არ უნდა იცოდეს "ხარმა". ზე-ამოცანა კი ჯდება ლიბერალური ფაშიზმის დროებით კატაკომბურ მდგომარეობაზე გადასვლის საერთაშორისო დოქტრინაში: გაურკვეველი ვადით გარდაუვალ მმართველობით "ჩრდილში" გადანაცვლების წინ - ტრამპის ადმინისტრაციას დაახვედრონ მაქსიმალური ოდენობით ჩადებული ნაღმები ყველა სტრატეგიული მიმართულებით. მათ შორის - საქართველოში. მათ შორის - სამხრეთ კავკასიაში.

"ხარების" დონეზე ამ ამოცანების ჩაშლა საჭირო არაა - მით უმეტეს, რომ ვერც მიხვდებიან. მათ დონეზე საკმარისია "ტრიპტიხი" - "რუსეთი, რუსულმა, რუსი", საკმარისია - "ევროპას გვართმევენ" და რა თქმა, დღის წესრიგში აკვიატებულად რჩება - "არჩევნები გაგვიყალბეს". ამ უკანასკნელ ნარატივში რა დიდი იმედები ჰქონდათ დამყარებული ეუთო/ოდირის დასკვნებზე - ყველას მოგეხსენებათ. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ უკანასკნელ ორ დღეში "ოპოზიციის" გაშმაგებულ მცდელობას - გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე.

ეს უტყუარი ფაქტი "ოპოზიციის" ყველა დონეზე: ლიდერებიდან - მედია საშუალებებამდე, მაქსიმალურად არ შუქდება და არ არის გამორიცხული, სულ ცოტა ხანში ეუთო/ოდირის კომისიაზე მათი მხრიდან თავდასხმისა და ბულინგის საბაბიც გახდეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება ფაქტიურად ხელიდან აცლის მათ ძირითად ნარატივს - "გაყალბებულ არჩევნებზე" ოპოზიციური გოდებისა და წუხილის სახით. დანარჩენი ორი - "რუსული თემა" და "წართმეული ევროპა" იმდენად ხელოვნური, "ლირიკული" და აცდენილია რეალობას, რომ დესტრუქციის აგების გრძელვადიან პერსპექტივებს ვერ იძლევა. ამიტომ ჩვენი მხრიდან შემდგარი არჩევნების აღიარების ფაქტზე აპელირებას მათთვის მოსაბეზრებელი და მოსასმენად აუტანელი ხასიათი უნდა მიეცეს. ყველა დონეზე!!!" - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც ევროპა საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა - ამ პოლიტიკურ უწესრიგობაში საქართველოს აქტიურობის დრო არ არის
დავით ჩიხელიძე: აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ზურაბიშვილი ვაშინგტონის ხელში ახალი პაიკია - აზერბაიჯანელი ექსპერტი
ლევან ნიკოლეიშვილი გახარიასთან "ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირებაზე: კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!
გიორგი გამსახურდია: ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? პოლიტიკოსად თვლის თავს ეს გარეწარი გახარია და მეორე პოლიტიკოსი, კარებში ეკითხება მიცანიო? ეს კიდევ, პასუხად ჭიქიან ხელს ურტყამს!
არქივი