თამთა მეგრელიშვილი: „ნაცები“, „ლელო“ და გახარია აღარ არიან ოპოზიცია - ისინი არიან დამნაშავე ძალები და მოვიდა დრო პასუხი აგონ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
402 04 დეკემბერი 2024, 19:20

ქართული ოპოზიცია გასცდა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებს და ის რასაც ისინი განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ არის ღიად ხელმოწერა იმაზე, რომ ისინი წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს და გლობალური ომის პარტიის ცვილის ფიგურები არიან, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას ეხმიანება.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციამ ხელი მოაწერა სამოქალაქო ომს თბილისის ქუჩებში, მაგრამ საბედნიეროდ მათი ეს ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოვა რადგან ხალხის დიდი ნაწილი ბრძენია, სახელმწიფო ინსტიტუტები მყარია და ქართული სახელმწიფო წარსულში ვეღარ დაბრუნდება, მით უფრო სამოქალაქო დაპირისპირების დიდ ტრაგედიაში.

„ქართული ოპოზიცია გასცდა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებს და ის რასაც ისინი განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ არის ღიად ხელმოწერა იმაზე, რომ ისინი წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს და გლობალური ომის პარტიის ცვილის ფიგურები არიან.

პოლიტიკური თამაშის წესებზე უარით და ქუჩის პროცესებში გადამზადებული ჯგუფების ჩართვით ოპოზიციამ ხელი მოაწერა სამოქალაქო ომს თბილისის ქუჩებში, მაგრამ საბედნიეროდ მათი ეს ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოვა რადგან ხალხის დიდი ნაწილი ბრძენია, სახელმწიფო ინსტიტუტები მყარია და ქართული სახელმწიფო წარსულში ვეღარ დაბრუნდება, მით უფრო სამოქალაქო დაპირისპირების დიდ ტრაგედიაში.

გვარამია-მელია, „ნაცები“, „ლელო“ და გახარია აღარ არიან ოპოზიცია ისინი არიან დამნაშავე ძალები, პუტჩისტები და მოვიდა დრო პასუხი აგონ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებმა.

დააშავებენ, აგებენ პასუხს დანაშაულის პროპორციულად სრული სიმკაცრით!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი