დავით ჩიხელიძე - ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს, მათთვის ხომ ადამიანური მსხვერპლი მხოლოდ სტატისტიკაა, ისინი ყოველ ადამიანს მიზნისკენ მისაღწევ ინსტრუმენტად განიხილავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 08 დეკემბერი 2024, 00:03
დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თითოეულ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი ამორალური და მიუღებელია.
ამასთან, ჩიხელიძე აცხადებს, რომ სიტუაციის ესკალაცია მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციას აწყობს. 
ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება დამნაშავეებს მალე დასჯის და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.  

„არათუ ჟურნალისტზე, არამედ თითოეულ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი ამორალური და მიუღებელია, ზოგადად მიუღებელია ძალადობა, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ძალადობის ინიციატორი ან ვისკენ არის ის მიმართული, მაგრამ მოდით მოვლენებს  ცივ გონებაზე შევხედოთ, ვის აწყობს სიტუაციის ესკალაცია? რა თქმა უნდა ოპოზიციას. 
გავიხსენოთ ვინ  წარმოადგენს ოპოზიციას? ოპოზიციაში გვყავს ის ხალხი, რომლებიც აქციის დროს ორ ტრუპს ითხოვენ და ამას მუხტის გასაზრდელ აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, პარალელურად გვყავს ოპოზიცია რომელიც საკუთარ თანაგუნდელს აფეთქებს, გივი თარგამაძის აფეთქებას ვგულისხმობ (რომელიც სააკაშვილმა განახორციელა)  გვყავს ოპოზიცია, რომელმაც ტელევიზია დაარბია და ჟურნალისტები ერთხელ უკვე სცემა, მათგან ჟურნალისტის ცემა გასაკვირი და გამორიცხულია? რა თქმა უნდა არა, უფრო მეტიც, მსგავსი სახის პროვოკაცია მოსალოდნელი იყო. მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ გამოძიება დამნაშავეებს მალე დასჯის და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.  ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს, მათთვის ხომ ადამიანური მსხვერპლი, მხოლოდ სტატისტიკაა, მათთვის არ არსებობს ჩემიანი და შენიანი, ისინი ყოველ ადამიანს, მიზნისკენ მისაღწევ ინსტრუმენტად განიხილავენ
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორც კადრებიდან ჩანს  ტერიტორიაზე სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა,  ხალხმრავლობა არ იყო და არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა, მაგრამ იქ რამდენიმე გადამღები ჯგუფი აღმოჩნდა, ჯაფარიძე კი ერთ ერთი სახლის სახურავზე იყო ასული, საიდანაც  აღნიშნულ ტერიტორიას  იღებდა. ეს დამთხვევა გგონიათ? თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ფირზე აღბეჭდეს გეგმა“-წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც ევროპა საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა - ამ პოლიტიკურ უწესრიგობაში საქართველოს აქტიურობის დრო არ არის
დავით ჩიხელიძე: აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ზურაბიშვილი ვაშინგტონის ხელში ახალი პაიკია - აზერბაიჯანელი ექსპერტი
ლევან ნიკოლეიშვილი გახარიასთან "ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირებაზე: კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!
გიორგი გამსახურდია: ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? პოლიტიკოსად თვლის თავს ეს გარეწარი გახარია და მეორე პოლიტიკოსი, კარებში ეკითხება მიცანიო? ეს კიდევ, პასუხად ჭიქიან ხელს ურტყამს!
არქივი