ბიძინა გიორგობიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: იმედია, სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 08 დეკემბერი 2024, 00:16

იმედია, რომ სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის ჩამოყალიბებული, პროვოკაციული აქტი.

„დავიწყებ ამ ძალადობის აქტის დაგმობით, ვინაიდან, დღეს როგორც ვხედავთ ჩვენ, აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანად და ამ მშვიდობიანი აქციის ფონზე ეს იყო რაღაც ძალიან მოულოდნელი და ძალიან არასასურველი. ეს არის ჩამოყალიბებული, პროვოკაციული აქტი. მინდა ასევე გამოვეხმაურო კობა ხაბაზის ცემის ფაქტს, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ იქვე მიმდებარე ქუჩაზე.

ვფიქრობ, რომ არის რაღაც ძალიან საეჭვო დამთხვევა რაღაც ამ გარემოებების, თუმცა იმედია, რომ სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც ევროპა საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა - ამ პოლიტიკურ უწესრიგობაში საქართველოს აქტიურობის დრო არ არის
დავით ჩიხელიძე: აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ზურაბიშვილი ვაშინგტონის ხელში ახალი პაიკია - აზერბაიჯანელი ექსპერტი
ლევან ნიკოლეიშვილი გახარიასთან "ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირებაზე: კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!
გიორგი გამსახურდია: ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? პოლიტიკოსად თვლის თავს ეს გარეწარი გახარია და მეორე პოლიტიკოსი, კარებში ეკითხება მიცანიო? ეს კიდევ, პასუხად ჭიქიან ხელს ურტყამს!
არქივი