ნინო ლაცაბიძე რუსთავში დადგმულ ქანდაკებაზე: მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს, დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
413 12 დეკემბერი 2024, 22:17
მინდა  ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის  კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ,  -  ამის შესახებ რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, სოციალურ ქსელში წერს.

რუსთავის მერი ეხმიანება ქალაქში დადგმულ ქანდაკებასთან დაკავშირებით რუსთაველების ნეგატიურ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ აქამდე კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოს ნეგატივი არ გამოუწვევია, თუმცა, მერია ითვალისწინებს საზოგადოების ნეგატიურ შეფასებებს და ქანდაკებას აიღებენ.

"მინდა  ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის  კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ. 
ნეგატიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ. არაერთხელ გამოვაქვეყნეთ  კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც   და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია. 
მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის,  ვითვალისწინებთ  რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი." -  წერს ნინო ლაცაბიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!
ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა
დავით ქართველიშვილი: გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი
"ნაცობა" ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის
არქივი