ბიძინა ივანიშვილი: ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 14 დეკემბერი 2024, 18:50

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ულოცავს.

„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს.

დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში", - წერს ბიძინა ივანიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე: არაადამიანური სისტემა დაამკვიდრა "დიფ სთეითმა" მიშა სააკაშვილის ხროვის მეშვეობით, ეს დღეს ნათლად წარმოაჩინა აწ უკვე „ქილერის" ტყვიით მოკლულის შვილმა ბესო ხარძიანმა
დავით ქართველიშვილი: ადეიშვილის ძალისხმევით, ომში გახვეულმა უკრაინამ მოიცალა ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძესთვის და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა - ეს არის მორიგი რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის
გია აბაშიძე: უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას!
დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს
ირაკლი კობახიძე: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
არქივი