გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილს: ჩაამთავრე ეს დღეები მშვიდობიანად და წადი სახლში, იქნებ რაიმე დოზით სახე შეინარჩუნო, შეხვედრები კიდევ შენს ამფსონებთან გამართე „ნაცმოძიდან“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
321 21 დეკემბერი 2024, 19:52

გიორგი გამსახურდია, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომელშიც მან „ქართული ოცნების“ მიერ „ტოტალურად რუსულ რეჟიმზე გადაყვანაზე“ ისაუბრა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, შეხვედრის მზაობა გამოთქვა.

გამსახურდიას განცხადებით, რუსულ რეჟიმზე გადასვლაზე საუბრობს ადამიანი, რომლისთვისაც დიპლომატიაში მეტრი არის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

რაც შეეხება ულტიმატუმის ტონით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნას, გამსახურდია ზურაბიშვილს ურჩევს, შეხვედრები "ნაცმოძრაობიდან" მის ამფსონებთან გამართოს.

„რუსულ რეჟიმზეო, იძახის ქალი, რომლის განცხადებული მეტრი დიპლომატიაში არის ლავროვი. მეორე კიდევ, მზად ვარ შევხვდეო, თან ულტიმატუმნარევი ტონით. ჩაამთავრე რა ეს დღეები მშვიდობიანად და წადი ქალო სახლში.იქნებ რაიმე დოზით სახე შეინარჩუნო. შეხვედრები კიდევ შენ ამფსონებთან გამართე ნაცმოძიდან.“ - წერს გამსახურდია X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!
ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა
დავით ქართველიშვილი: გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი
"ნაცობა" ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის
არქივი