ლევან კოჭლოშვილი: ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელიც ბოლო დღეებს ითვლის, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით ავნო არა საქართველოს სახელმწიფოს გადამრჩენელს, არამედ საკუთარ თავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 28 დეკემბერი 2024, 14:10

ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს მხოლოდ და მხოლოდ: ქართული სახელმწიფო ომს რომ გადაარჩინა და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა, - წერს „ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ქართველი მეცენატის დასანქცირების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს „კრედიტ სიუსთან“ დავაში მოგებულ თანხას. რაც ასევე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი, დიდი ფინანსური ქველმოქმედების სახით, უდიდესია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის აღდგენის ისტორიულ პროცესში.

კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფეხქვეშ გათელა ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო დგას.

„ბაიდენის მომაკვდავი ადმინისტრაციის მიერ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დაჯილდოებულია საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი, საპატიო ლეგიონის კავალრის ტიტულით.

უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს მხოლოდ და მხოლოდ:

ქართული სახელმწიფო ომს რომ გადაარჩინა და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა;
საქართველოს ეკონომიკა გადაარჩინა განადგურებისგან;
ქვეყანას შეუნარჩუნა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

რა აღარ გააკეთა გლობალური ომის პარტიამ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ფილანთროპის დაშანტაჟების მიზნით, რომ როგორმე ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი.

ჯერ შვეიცარიის ბანკში გაუყინეს ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის განკუთვნილი დიდი ფინანსური სახსრები და ლამის შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოშალეს.

ამ ვითომ ფინანსურ დავაში რაიმე გავლენას გამორიცხავდა ამერიკა. დღეს კი ქართველი მეცენატის დასანქცირების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს „კრედიტ სიუსთან“ დავაში მოგებულ თანხას.

რაც ასევე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი, დიდი ფინანსური ქველმოქმედების სახით, უდიდესია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის აღდგენის ისტორიულ პროცესში.

შეჯამების სახით, რომ ვთქვათ ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელიც არსებობის ბოლო დღეებს ითვლის და სულს ღაფავს, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით ავნო არა საქართველოს სახელმწიფოს გადამრჩენელს, არამედ საკუთარ თავს, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო დგას. ზუსტად ეს ჯილდო აქვს მიღებული შარლ დეგოლს. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე
ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა
დავით ქართველიშვილი: როცა ბრალდებული გამოტანილ განაჩენს კიდევ ახალ დანაშაულს ამატებს, ამ დროს შთანთქმის პრინციპი აღარ მუშაობს - სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში კიდევ ხუთწელიწადნახევარი უნდა გაატაროს
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი
დავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითის“ გავლენის აგენტები დღეს უკვე მათთვის მიუღებელ ვაშინგტონს მაინც მიანიშნებენ, „რამე რომ იყოს“, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენს მხარეს ხომ დადგებიო
არქივი