დიმიტრი ხუნდაძე დასავლელ მაღალჩინოსნებზე: გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
246 04 იანვარი 2025, 12:21

პარტია "ხალხის ძალის" გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"მსოფლიოს სწორედ იმ ნაწილში დგას უსამართლობის ზეიმი, რომელშიც კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მიმზიდველი იყო ბევრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც" - წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ დასავლელმა მაღალჩინოსნებმა ომში გაცვალეს ყველა ღირებულებები და საქართველოსაც მეგობრობის სახელით ომი გამოუცხადეს.

დიმიტრი ხუნდაძე დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტსაც ეხმიანება. მისი თქმით, პიროტექნიკით შეიარაღებული ადამიანი გერმანიაში დამნაშავეა, საქართველოში კი თავისუფლებისთვის მებრძოლი.

დეპუტატის თქმით, დროა დაფიქრდეს ის საზოგადოება, რომელსაც უცხოეთიდან უმრავლესობას უწოდებენ, რადგან პიროტექნიკისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით სამშობლოზე ვერ იზრუნებენ.

"დაძაბულობის პიკში ასულ მსოფლიოს, თუ ვერაფერი განმუხტავს, ის გადაიჩეხება. დღეს მსოფლიოს სწორედ იმ ნაწილში დგას უსამართლობის ზეიმი, რომელშიც კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მიმზიდველი იყო ბევრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. ომს ანაცვალეს ყველა დემოკრატიული სტანდარტი და პატარა საქართველოს "მეგობრობის სახელით" ბრძოლა გამოუცხადეს. მშვიდობის დამცველებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ ყველგან, სადაც კი მათი უშუალო ინტერესები იზღუდება. ტრამპს აშშ - ში ესროლეს, ფიცო სლოვაკეთში ჩაცხრილეს, საქართველოს პრემიერი "გააფრთხილეს". ზელენსკი, რომელმაც, მათივე თქმით ომში ფული იშოვა, გმირად გამოაცხადეს და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მშვიდობისთვის საკუთარი დახარჯა - დაასანქცირეს", - წერს ხუნდაძე.

მისი თქმით, გერმანიაში პიროტექნიკით შეიარაღებული მომიტინგეები დამნაშავეები ყოფილან, საქართველოში კი - თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. ვადაგასულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ლეგიტიმაცია საჩუქრად უბოძეს და არჩეულ პრეზიდენტს - მიხეილ ყაველაშვილს არჩევის წესი დაუწუნეს, აღნიშნა ხუნდაძემ.

„ქართველების ის მცირე ნაწილი, რომელსაც "გაღმიდან" უმრავლესობას უწოდებენ, უნდა დაფიქრდნენ და რეალობას თვალი გაუსწორონ. საკუთარი ქვეყნის რყევით, პიროტექნიკით, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით, ლანძღვით და ვერც შარდის ბუშტის საჯაროდ დაცლით სამშობლოზე ვერ იზრუნებენ. არც ვინმეს თქვენი დარდი არ აქვთ და არც ჩვენი ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება არ "ეპრიორიტეტებათ". გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ. დაფიქრდით, თორემ თქვენთვისაც გვიან იქნება და უმრავლესობასაც გამოუსწორებელ შარში გახვევთ!"- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი