ზურაბ ქადაგიძე მიხაილ როთის განცხადებაზე: ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში, რომ კისრამდე ნეხვში ჩაწოლილებიც ვერ ათვითცნობიერებენ რეალობას?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 05 იანვარი 2025, 18:05

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას, რომლის თქმითაც, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა.

ქადაგიძე ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მოიხსენიებს, როგორც „იდიტოკრატია“ ევროპულად და მას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ადარებს.

„იდიოტოკრატია“ ევროპულად...

ევროპაში:

• გერმანიის და ნიდერლანდების მთავრობა ჩამოშლილია !
• საფრანგეთში სამთავრობო კრიზისია!
• ესპანეთი ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს!
• ბელგია მთავრობის გარეშეა დარჩენილი!
• ავსტრიაში კანცლერი გადადგა!
• ბულგარეთში ახალი არჩევნების ჩანიშვნას ელოდებიან!

საქართველოში:

• მთავრობა დამტკიცებულია!
• ბიუჯეტი მიღებულია!
• პრეზიდენტი არჩეულია!

ახლა, ერთი რიტორიკული კითხვა - ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში, რომ კისრამდე ნეხვში ჩაწოლილებიც ვერ ათვითცნობიერებენ რეალობას?!“ - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი