ზაალ ანჯაფარიძე: ენტონი ბლინკენის დამოკიდებულებამ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე ომების მიმართ ბოლო ეჭვებიც კი გააქრო, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე არის ე.წ. გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ეს სწორედ ბლინკენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 08 იანვარი 2025, 13:57

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადების გამოქვეყნებამდე, ვუსმინე აშშ-ს ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინტერვიუს „ნიუ-იორკ თაიმსთან”. მისმა ფილოსოფიამ და დამოკიდებულებამ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ომების მიმართ, შემდეგ კი მისი ბიოგრაფიის გაცნობამ, ბოლო ეჭვებიც კი გააქრო, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე არის ე.წ. “გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი, ეს სწორედ ბლინკენია”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს ამ განცხადების გამოქვეყნებამდე, ვუსმინე აშშ-ს ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინტერვიუს „ნიუ-იორკ თაიმსთან.“ მისმა ფილოსოფიამ და დამოკიდებულებამ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ომების მიმართ, შემდეგ კი მისი ბიოგრაფიის გაცნობამ, ბოლო ეჭვებიც კი გააქრო, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე არის ე.წ. გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ეს სწორედ ბლინკენია ბოლო დროს ის განსაკუთრებით ემტერება საქართველოს ხელისუფლებას, სანქციებით სჯის, რადგანაც ვერ მოახერხა მისი დამორჩილება და ჩვენი ქვეყნის ომის ფარვატერში ჩაბმა. P.S. ბლინკენი რომ „გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენელია, ამაზე ჯერ კიდევ აგვისტოში დავწერე (იხ. პირველივე კომენტარი). ეს მან მოსთხოვა უკრაინას ომის გასაგრძელებლად ჯარში გაწვევის ასაკის 18 წლამდე დაწევა”- წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც ევროპა საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა - ამ პოლიტიკურ უწესრიგობაში საქართველოს აქტიურობის დრო არ არის
დავით ჩიხელიძე: აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ზურაბიშვილი ვაშინგტონის ხელში ახალი პაიკია - აზერბაიჯანელი ექსპერტი
ლევან ნიკოლეიშვილი გახარიასთან "ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირებაზე: კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!
გიორგი გამსახურდია: ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? პოლიტიკოსად თვლის თავს ეს გარეწარი გახარია და მეორე პოლიტიკოსი, კარებში ეკითხება მიცანიო? ეს კიდევ, პასუხად ჭიქიან ხელს ურტყამს!
არქივი