ზურაბ ქადაგიძე 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: ოპოზიციის ისტერია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც მათ FAKE გაავრცელეს, თითქოს პრემიერ-მინისტრს საამიროებში ვიზიტი გაუუქმეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
326 28 იანვარი 2025, 18:13

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის რეაქციებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესახებ, რომელსაც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოჰყვება.

ქადაგიძის თქმით, ოპოზიციის და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის ისტერია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ვიზიტი შედგა და შედეგად ქვეყანა ისტორიულ ინვესტიციას მიიღებს, ახალი ცრუ კამპანია წამოიწყეს - რომ თითქოს ეს შეთანხმება არის "ბლეფი", ბურუსით მოცული და უფრო მეტიც - წინასწარ განწირული პროექტი.

მისივე თქმით, იმდენად უტიფრები არიან, რომ გრანდიოზული სამუშაოების პარალელურად ახალ სიგიჟეს მოიფიქრებენ და ეცდებიან დაამტკიცონ, რომ მიმდინარე მშენებლობები არის წარმოსახვითი.

„საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ ოპოზიციის და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის ისტერია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც მათ FAKE გაავრცელეს, თითქოს პრემიერ-მინისტრს საამიროებში ვიზიტი გაუუქმეს. მას შემდეგ, რაც ვიზიტი შედგა და შედეგად ქვეყანა ისტორიულ ინვესტიციას მიიღებს, ახალი ცრუ კამპანია წამოიწყეს - რომ თითქოს ეს შეთანხმება არის "ბლეფი", ბურუსით მოცული და უფრო მეტიც - წინასწარ განწირული პროექტი. არავინ იფიქროს, რომ როდესაც პროექტების განხორციელება დაიწყება, რადიკალური ოპოზიცია ბოდიშს მოიხდის ამ სამარცხვინო კამპანიის გამო. იმდენად უტიფრები არიან, რომ გრანდიოზული სამუშაოების პარალელურად ახალ სიგიჟეს მოიფიქრებენ და ეცდებიან დაამტკიცონ, რომ მიმდინარე მშენებლობები არის წარმოსახვითი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ
ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა
პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: „მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა“, „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო?“ - პირველი ბზარი „ნაცმოძრაობის“ ერთობაში
გია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა
ზაალ ანჯაფარიძე: გუშინდელმა დებატებმა „რუსთავი-2“-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. ინტელექტუალების დეგრადაციის ახალი დონე
არქივი