მამუკა მდინარაძე USAID-ზე: დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 15 თებერვალი 2025, 16:37

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საქართველოში USAID-ის სცენართან დაკავშირებით „ქრონიკის“ სიუჟეტს აზიარებს და სვამს კითხვას, „დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?!“

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, „ნაცაგენტურაზე და USAID-ის გრანტებზე მომჯდარ ხალხს არ გულისხმობს, არამედ, საუბარი იმ ხალხზე აქვს, „თვითორგანიზების” და „გულწრფელი პროტესტის” რომ სჯერათ ამ წუთამდე“.

„დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! (როგორც ამას სიუჟეტში გახმოვანებული ამბების დამმალავი ნაცმედია იკითხავდა).

ან ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?

ნაცაგენტურაზე და USAID-ის გრანტებზე მომჯდარ ხალხს არც ვგულისხმობ, ისინი მიზანმიმართულად, ტრენინგებზე ნასწავლი სლოგანებით და სქემით მიყვებიან თავიანთ აგენტურულ გეგმებს. საუბარი იმ ხალხზე მაქვს, „თვითორგანიზების” და „გულწრფელი პროტესტის” რომ სჯერათ ამ წუთამდე…“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი