მიუღებელია სტიქიური მოვლენისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება! სტიქიის დროს, პოლიტიკური ქულების დაწერა, ყოვლად ამორალურია, რაც ცალსახად სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტს აჩვენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
251 25 თებერვალი 2025, 14:32
ცხოვრებაში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონი, დაუწერელი კანონია, რომ ყველაფრისგან პოლიტიკური სარგებლის მიღება და პოლიტიკური ქულების დაწერა არ შეიძლება! მიუღებელია სტიქიური მოვლენისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება,-ასე ეხმიანება   ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ოპოზიციის მიერ დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქულების ჩაწერის მცდელობას. 

ჩიხელიძის თქმით,  სამწუხაროდ ბუნებრივი მოვლენებისგან, დიდთოვლობისგან, წყალდიდობისგან და ა.შ. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის, სტიქიის დროს, პოლიტიკური ქულების დაწერა, ყოვლად ამორალური და მიუღებელი საქციელი, რაც ცალსახად სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტს აჩვენებს. 

„ ცხოვრებაში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონი, დაუწერელი კანონია, რომ ყველაფრისგან პოლიტიკური სარგებლის მიღება და პოლიტიკური ქულების დაწერა არ შეიძლება! მიუღებელია სტიქიური მოვლენისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება! სამწუხაროდ ბუნებრივი მოვლენებისგან, დიდთოვლობისგან, წყალდიდობისგან და ა.შ. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის! სტიქიის დროს, პოლიტიკური ქულების დაწერა, ყოვლად ამორალური და მიუღებელი საქციელი, რაც ცალსახად სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტს აჩვენებს! 
ევროპის ქვეყნებში, როცა ნალექი 20-30 სანტიმეტრს ცდება, მომეტებული საფრთხის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს, რაც მათთვის ბუნებრივი მოვლენაა, ჩვენთან ოპო ტელევიზიები და ოპოზიცია აღნიშნულს ლამის დანაშაულად წარმოაჩენს, სწორედ აქ ჩანს ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი, რომლისთვის მთავარი არა ხალხი და მათი კეთილდღეობა, არამედ პოლიტიკური დივიდენდების მიღება არის! 
მერწმუნეთ, შესაბამისი სამსახურები, მოსახლეობის დახმარებისთვის მაქსიმუმს აკეთებენ და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, დავაფასოთ იმ ადამიანების შრომა, რომლებიც დაბალი ტემპერატურის პირობებში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ,“- წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი