ყველა გადამწყვეტი თანამდებობის პირის არჩევნებში სავალდებულო იყო არასამთავრობოების მონაწილეობა, იმ ადამიანების, რომლებსაც ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვთ. ეს ასე აღარ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
282 01 მარტი 2025, 12:30
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების იმ ნაწილის ჩარევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელსაც ნულოვანი ლეგიტიმაცია გააჩნია, სავალდებულო აღარ იქნება და ამას კანონი განსაზღვრავს.

„მოსამართლეს ვერ დანიშნავდი, თუ მის არჩევაში NGO-ს წარმომადგენელი არ მონაწილეობდა, ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ვერც საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეს ან ბორდის წევრს... მათი მონაწილეობა სავალდებულო იყო ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისა და სახალხო დამცველის შერჩევაში და უამრავი ისეთი უწყების მუშაობაში, როგორიცაა, მაგალითად: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური; სპეციალური საგამოძიებო სამსახური;

იუსტიციის უმაღლესი საბჭო; საპროკურორო საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისია; ბიზნესომბუდსმენის ასარჩევი კომისია;

იურიდიული დახმარების საბჭო; პენიტენციურის საბჭოები და ა.შ.

NGO-ები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების მუშაობაში თუ ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნის პროცედურებში, მეტიც, ხშირად მათი ხმა გადამწყვეტიც იყო. არადა, ლაპარაკია ადამიანებზე, რომელთაც საზოგადოებაში ნულოვანი ლეგიტიმაცია და ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ, რასაც ყველა კვლევა ადასტურებს. მათ არავინ ირჩევს, ხმას არავინ აძლევს, მათი ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო უცხოური ფული და მხარდაჭერაა, რაც ხშირად - უფრო ზუსტად, უმთავრეს შემთხვევაში - ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პარტიასაც კი ზურგს ქართველი ამომრჩეველი უმაგრებს - ზოგს შედარებით ბევრი, ზოგსაც ძალიან ცოტა - მაგრამ მაინც, „ენჯეოებს“ კი ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა. წლების განმავლობაში ეს იყო იდეალური იარაღი უცხოური ძალების ხელში ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტის შესასუსტებლად. ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი