ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 01 მარტი 2025, 12:44

ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ვუშვებდით ომის დაწყების ალბათობას, ვვარაუდობდით მის შესაძლო განვითარებას და მის ზეგავლენას საქართველოზე, ერთადერთ სწორ და მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივიდა - საქართველო არ უნდა გახდეს მიმდინარე ცხელი თუ ჰიბრიდული ომის მონაწილე არცერთ ასპექტში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ნებისმიერ ფასად, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, უკრაინის ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას.

„რის ახსნას და შეგონებას ვცდილობთ სამი წელია რადიკალური ოპოზიციისთვის, მათი გამომყენებელი უცხოელებისთვის და მთლიანად ოპოზიციური ელექტორატისთვის?

2022 წლის 24 თებერვალს ომი არამხოლოდ უკრაინაში, მთლიანად რეგიონში დაიწყო, როგორც მინიმუმ. ამ ომის კონტექსტი ჩვენზეც ვრცელდება.

ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ვუშვებდით ომის დაწყების ალბათობას, ვვარაუდობდით მის შესაძლო განვითარებას და მის ზეგავლენას საქართველოზე, ერთადერთ სწორ და მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივიდა - საქართველო არ უნდა გახდეს მიმდინარე ცხელი თუ ჰიბრიდული ომის მონაწილე არცერთ ასპექტში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ნებისმიერ ფასად.

პარალელურად, საქართველომ დაგმო რუსული აგრესია, დაგმო ომი, მოუწოდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ, მხარი დაუჭირა უკრაინას, მიიღო დევნილები, გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოს საელჩო იყო კიევში დარჩენილი ბოლო დიპლომატიური მისია…

ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები (თუმცა, არავის მივეცით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა), არ გავგზავნეთ მოხალისე-მეომრები ფრონტზე, არ გავზარდეთ ესკალაცია და არ გავამძაფრეთ რიტორიკა.... რიტორიკა, როგორც გუშინ თეთრ სახლში დავინახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა..

ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას. რა რესურსი, დრო და სიცოცხლე დასჭირდება ომში გამარჯვებას? ეს კითხვა უპასუხოა. მხოლოდ გვესმის რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს.

ამ ომის საკვანძო მოთამაშეა ამერიკის შეერთებული შტატები. ახალმა ადმინისტრაციამ ომის დასრულების მტკიცე დაპირებით მიიღო ხალხის მანდატი. უკეთესია ეს ომი დასრულდეს ამერიკის მონაწილეობით, რომელიც უკრაინას დაიცავს, ვიდრე მის გარეშე. თუკი აშშ პროცესს გაეთიშება, ევროპა და უკრაინა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება.


ასეთია მსოფლიო პოლიტიკა. ამგვარი ამბები ადრეც მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება. ქვეყნებს აქვთ თავიანთი ინტერესები და შესაბამისად მოქმედებენ, ითვლიან, ანგარიშობენ, შესაბამისად ეწყობიან.

საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მცოდნემ იცის ეს, ქვეყნის პასუხისმგებლობიანმა ლიდერებმა იციან ეს, განათლებულმა ადამიანებმა იციან ეს, ვინც არ იცოდა, კარგად დაინახა. გაიგო ყველამ, გარდა ვისი? ქართული ოპოზიციური სპექტრისა.

ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ნაცვლად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლების შორსმჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც, თეთრ სახლში აშშ-უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება.

კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ამ ხალხის სამი წლის წინანდელი უმწიფარი პოსტები სოცქსელებიდან და ჰოლივუდური ესთეტიკის კადრები რუსთაველიდან. ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პროცესების კინო სერიალივით ყურება ოპოზიციური სპექტრის მთავარი მახასიათებელი გახდა.

ამ დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, ვისი ხელისუფლებაში დასმაც სურს ზოგიერთ რეგიონ-რეგიონ მოსიარულე დიპლომატს. გასაგებია რატომ. სამი წლის წინ ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ვერ ატარეს, ამჩატებული უმწიფრების მართვა კი ადვილია“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უსინდისო პატიმრების ოჯახის წევრებმაც და დავალების მიმცემებმაც იციან, რომ დანაშაულის აღიარების გარეშე არანაირი შეწყალება არ იქნება. ქმნიან ყალბ მოლოდინებს, რომ წარმოაჩინონ, როგორი „ულმობელია“ ხელისუფლება
ყალბი რეპორტაჟი ნაცრადიკალებზე Fox News-იდან; ავტორი, ტრამპმოძულე კრის მასარო, თავხედურად იტყუება, რომ თურმე აქ ზემასობრივი პროტესტებია და ირანიდან შთაგონებულია - წყაროებად ნაყარნუყარი უსამშობლოები
გერმანიის ელჩის რადიკალებთან შეხვედრაზე: ფიშერს შეუძლია, ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმვაზე, მეორეში კი - მის ვერ განხორციელებაზე
საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული. ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს
გერმანიის ელჩზე: მორიგი ფარული სერობა რადიკალურ ჯგუფებთან ირიბი დასტურია იმის, რომ როგორც ჩანს საელჩო უკმაყოფილოა მის მიერ აქაურ რადიკალებზე გაცემული გრანტების ნულოვანი ეფექტით
არქივი