ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მიერ კალაძისთვის წოდების ჩამორთმევაზე: იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომაა, რომელმაც ომი არ დაუშვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 04 მარტი 2025, 00:14

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ უკრაინამ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა და აღნიშნავს, რომ „მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი”.

„ძალიან მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ, სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი.

კახი კალაძეს რა მოტივით „აზარალებ“, თქვენი სპორტის ოსტატის წოდებას, რომ ჩამოართმევ? იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? აი, იქ კი რას აპირებთ მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ქვეყნის დედაქალაქის მერი და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?! იქნებ ჯერ დაფიქრდეთ, მერე თქვათ და აკეთოთ უგუნურობები“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი