დავით ფაცაციამ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
340 07 მარტი 2025, 18:58

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკში, პატივი მიაგო საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას, რომელსაც დღეს, 81 წელი შეუსრულდებოდა.

დღესვე,  წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში აღევლინა ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა ოდიშარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სახვითი ხელოვნების გალერეაში, დაათვალიერეს თემატური ფოტოგამოფენა: „სენაკი - გმირების ქალაქი“. 

ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, გაიმართა ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

„საქართველოს არსებობა, გადარჩენა და დღეს, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ სახელმწიფოს სიმტკიცეზე და სიძლიერეზე, სწორედ ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, გენო ადამიას და მათი თანამებრძოლების და სამშობლოსთვის თავდადებული სხვა გმირების თავგანწირვის შედეგია, რომლებმაც ორივე მხარეს მყოფ ადამიანებს კონფლიქტის სიმძიმე დაანახეს და ნამუსიც კი მოწმინდეს იმ ბევრ უზნეობას, რომელიც ხდებოდა ორივე მხარეს.

დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას და მჯერა, რომ გოლგოთის გზა ძალიან მალე დასრულდება, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს და  მათი თავგანწირვა იქნება საწინდარი საქართველოს გაერთიანებისა და გაბრწყინებისა.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის
დავით ქართველიშვილი: "მთავარი არხი", ე.წ. "პროდასავლური მედია" რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, ჰოდა, სულ ფეხზე ჰკიდიათ, ეს ცრუ მღვდელი გუშინ ევროკავშირის დროშას წვავდა თუ ბრაზილიის
ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და "ცალ ფეხზე დგომის" პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული
გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ - ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ
ცოტნე ანანიძე: სააკაშვილს ინფორმაციის მიღება არ უჭირს, უჭირდა ყოველთვის მისი გააზრება. ამიტომაც მმართველობით დაემსგავსა“მურვან ყრუ”-ს
არქივი