დავით ჩიხელიძე: მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იწყება, ლიბერალების მიერ თავს მოხვეული, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააზარალა, წარსულს ჩაბარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
243 10 მარტი 2025, 22:23

დღეს მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული, უაღრესად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იწყება, ლიბერალების მიერ თავს მოხვეული, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააზარალა წარსულს ჩაბარდა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებულ ნარკოპოლიტიკას გაატარებს, რომლის შედეგები გადარჩენილი თაობები იქნება.

„დღეს მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული, უაღრესად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იწყება, ლიბერალების მიერ თავს მოხვეული, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააზარალა წარსულს ჩაბარდა, მმართველი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებულ ნარკოპოლიტიკას გაატარებს, რომლის შედეგები გადარჩენილი თაობები იქნება. სამწუხაროდ, ნარკოტიკული ნივთიერების გამო საქართველომ არაერთი პერსპექტიული ადამიანი დაკარგა, რომელთაც სახელმწიფოსთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლოთ.

მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივით "მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება, ასევე ნარკორეალიზატორს ან ნარკოტინების გაყიდვაში დამხმარე პირს, ჩამოერთმევა ქონება, იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდასტურდა ნარკოტიკის მოხმარება, ან უარი განაცხადა ნარკოტესტირებაზე, ჩამორთმევა მართვის მოწმება და საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება და ა.შ. დამეთანხმებით, ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი ნაბიჯი შედეგზე არის ორიენტირებული, რაც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ეფექტურობას ადასტურებს.

ნარკოტიკი, ეს არის საერთო პრობლემა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს, მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად მოხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც შემდგომი თაობების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.” - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი