ლევან ნიკოლეიშვილი: ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად მამულიშვილური საქმეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
282 10 მარტი 2025, 22:30

როცა სახელმწიფოს აშენებ, ნამდვილად მისასალმებელი პირობაა, რომ შენი ქვეყანა დაცული იყოს, ამ მხრივ მის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელმწიფოში ჯანსაღი თაობა იზრდებოდეს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას.

ნიკოლეიშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად მამულიშვილური საქმეა.

„როცა სახელმწიფოს აშენებ, ნამდვილად მისასალმებელი პირობაა, რომ შენი ქვეყანა დაცული იყოს, ამ მხრივ მის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელმწიფოში ჯანსაღი თაობა იზრდებოდეს. შესაბამისად ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად საშური და მამულიშვილური საქმეა. ჩვენ პატარა ქვეყნის მცირერიცხოვანი ერი განათლებაზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე და სპორტულ მიღწევებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რისი დიდი ნიჭიც და პოტენციალიც გაგვაჩნია, ეს ყველაფერი კი საქართველოს კეთილგონივრული განვითარების წინაპირობაა.” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა გეგეჭკორი: პრემიერ-მინისტრმა, როგორც მოსალოდნელი იყო, პატივი სცა ორივე უნივერსიტეტის ისტორიას და მათ ავტონომიას
დავით ქართველიშვილი: ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა
დავით ქართველიშვილი: იტალიაში შემდგარმა კონტაქტებმა დააფიქსირა პრაგმატული "სტატუს-კვო": საქართველო არ ირჩევს თვითიზოლაციის გზას, მაგრამ არც დამყოლი მოთამაშის როლს ირგებს საკუთარ თავზე
ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როცა ქვეყანა ევრობიუროკრატიული გავლენების ქვეშაა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, შედეგი მძიმეა, საქართველო რომ გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ამავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით
ლაშა გეგეჭკორი: შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს - ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას
არქივი