ედიშერ გვენეტაძე: ძალიან დიდი საქმის კეთება დაიწყო ხელისუფლებამ. აუცილებელია უმკაცრესი სასჯელი დაწესდეს, თუნდაც მინიმალური ოდენობის ნარკოტიკების რეალიზატორებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 11 მარტი 2025, 00:01

ძალიან დიდი საქმის კეთება დაიწყო ხელისუფლებამ. აუცილებელია უმკაცრესი სასჯელი დაწესდეს, თუნდაც მინიმალური ოდენობის ნარკოტიკების რეალიზატორებზე,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას, რომლის თანახმადაც, ნარკორეალიზატორებისთვის, არა თუ, განსაკუთრებით ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

გვენეტაძის განცხადებით, ნარკორეალიზატორები არანაკლები და ხშირად მეტად არიან ქვეყნის მტრები და გამანადგურებლები, ვიდრე „დიფ სთეითის" მიერ მართული მეხუთე კოლონა, ანუ იგივე კოლექტიური ნაცმოძრაობა.

„ ძალიან დიდი საქმის კეთება დაიწყო ხელისუფლებამ. აუცილებელია უმკაცრესი სასჯელი დაწესდეს, თუნდაც მინიმალური ოდენობის ნარკოტიკების რეალიზატორებზე.
ეს ადამიანები უფრო სწორად არაადამიანები, საკუთარი კეთილდღეობის და გამდიდრების სანაცვლოდ სპობენ ერის მომავალს.

ეს სუბიექტები არანაკლები და ხშირად მეტად არიან ქვეყნის მტრები და გამანადგურებლები, ვიდრე "დიფ სთეითის" მიერ მართული აქაური მეხუთე კოლონა ანუ იგივე კოლექტიური ნაცმოძრაობა,“- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!
ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა
დავით ქართველიშვილი: გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი
"ნაცობა" ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის
არქივი