პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
409 18 მარტი 2025, 13:32
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში „ამერიკის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტის ია მეურმიშვილის განცხადებას ეხმიანება „ამერიკის ხმის“ დახურვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დადასტურდა ის, რაზეც წლებია საუბრობს მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ - მედია პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი „დიფ სთეითის “ მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოებში მთავრობებისა და საზოგადოების წინააღმდეგ გამოიყენება. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ აგენტურულ საქმიანობაში ჩართული ბენეფიციარებიც ღიად საუბრობენ საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე.

“ვითომ უნებლიედ წამოსცდა, მაგაზე არ ვსაუბრობთ ამდენი წელია, რომ მედია-პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი, პროქსი-ომებისთვის გამოიყენება "დიფ სთეითის" მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობებისა და საზოგადოებების წინააღმდეგ?!

თუ ძლიერი ინსტრუმენტის რესპექტაბელურობის ხაზგასმაა, რომ ბევრს დაკარგავენ "ძლიერნი ამა ქვეყნისა"  ამ ძლიერი იარაღის უტილიზაციით?

მოკლედ, პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი