დავით ჩიხელიძე: ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდი და ოპოზიციური მედია ცდილობს 20 კაცთან გასაუბრება საზოგადოებას კვლევად შეასაღოს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
392 30 მარტი 2025, 13:44

ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდი და ოპოზიციური მედია ცდილობს, 20 კაცთან გასაუბრება, საზოგადოებას კვლევად შეასაღოს! არ ვხუმრობ, ორგანიზაცია თვითონ წერს რომ კვლევა 20 კაცში ჩაატარა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ "ქართული ოცნების" მომხრეებში მაღალია კრიზისის შეგრძნება. ალბათ ხვდებით, რომ აქ სიტყვა დადგინდა ზედმეტი და გადაჭარბებულია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისივე თქმით, 20 ადამიანის მოსაზრების 1 200 000 ადამიანზე განზოგადება არ შეიძლება და ქეთევან გომელაური ამ "კვლევით", რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მანიპულაციას ცდილობს.

"ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდი და ოპოზიციური მედია ცდილობს, 20 კაცთან გასაუბრება, საზოგადოებას კვლევად შეასაღოს! არ ვხუმრობ, ორგანიზაცია თვითონ წერს რომ კვლევა 20 კაცში ჩაატარა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქართული ოცნების მომხრეებში მაღალია კრიზისის შეგრძნება. ალბათ ხვდებით, რომ აქ სიტყვა დადგინდა ზედმეტი და გადაჭარბებულია.

ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის მიერ ჩატარებული ინდივიდუალური გასაუბრებები არ შეიძლება კვლევად შეფასდეს! ეს არის დილეტანტიზმის მწვერვალი, კვლევა მსგავსი მეთოდოლოგიით არ ტარდება, 20 ადამიანის მოსაზრების, 1 200 000 ადამიანზე განზოგადება არ შეიძლება, მსგავსი შედარებისთვის აუცილებელია, გამოკითხულ იქნას სხვა პარტიების მხარდამჭერები, პასუხების ანალიზის შემდეგ შესაძლებელია რაიმეს სახის დასკვნის გაკეთება, ასევე სრული სურათისთვის შესაქმნელად არ შეიძლება 20 ადამიანთან გასაუბრება მთელ ქვეყანაზე განვაზოგადოთ, ანუ „კვლევამ“ რეალურად გარკვეული ლოკაცია მოიცვა და არა ზოგადად საქართველო!

„კვლევა“ ქეთევან გომელაურმა და მისმა გუნდა ჩაატარა, ეს არის არაპროფესიონალების მიერ ჩატარებული „კვლევა“ რომლის სერიოზულად მიღება შეუძლებელია, ვინმე ქეთევანი საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მანიპულაციას ცდილობს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან!" - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი