ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთში მარინ ლე პენს თანხების გაფლანგვაზე თავზე დააშენეს ციხე და საქართველოში უამრავი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ტერორად გვისაღებენ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
358 31 მარტი 2025, 21:13

ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრებით საფრანგეთის), რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, პანღურით უნდა იქნას გაგდებული საქართველოდან.

„ესენი გვესაუბრებიან პოლიტიკურ დევნაზე?! საფრანგეთში მარინ ლე პენს თანხების გაფლანგვაზე თავზე დააშენეს ციხე და საქართველოში: ბიზნესის რეკეტის, კორუფციის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, მედია ტერორის, მკვლელობების, სამშობლოს დეკლარირებული ღალატისა და სხვა უამრავი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას, სასამართლოს წარმოებასა და დაკავებას, პოლიტიკურ ტერორად გვისაღებენ?!

უკაცრავად და ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრებით საფრანგეთის), რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, პანღურით უნდა იქნას გაგდებული საქართველოდან.

სულ ცოტა, ღირსების საკითხია, რა!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
გია აბაშიძე: ავსული ნაცსექტის პროპაგანდის ცხადი შედეგი - საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, მისი მძღოლი მანამდე ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა
დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი
დავით ჩიხელიძე: საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არაა უბრალო ინციდენტი, ესაა იმ აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ეწევიან
ცოტნე ანანიძე: მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა
არქივი