ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 02 აპრილი 2025, 15:17

ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

იგი ამგვარად ეხმაურება ჩეხეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ“.

„ტერმინი „დემოკრატიის შუქურა" მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის, როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოს მხრიდან, ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი.

სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი