⅚დავით ქართველიშვილი ტრამპის საწინააღმდეგო გამოსვლებზე: საინტერესოა, ჩვენი აშშ-დროშებიანი „ბაბლი" შეუერთდება თუ არა ანტიტრამპისტულ მოძრაობას და რა ფორმით...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
358 06 აპრილი 2025, 18:51

დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი წერს, აქციების მასობრიობის უკან დემოკრატიული პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი სხვადასხვა ორგანიზაცია დგას.

დავით ქართველიშვილის ამ ვარაუდს აძლიერებს ისიც, რომ ეს ყველაფერი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველად მოხდა და ამას წინ უძღოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის საჯარო გამოსვლა, სადაც მათ მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკა გააკრიტიკეს.

„აშშ-ს დემოკრატიული პარტია: აშშ-ს რომ დაენახა, რას სჩადის აშშ აშშ-ში, მაშინ აშშ შეიჭრებოდა აშშ-ში, რათა გაეთავისუფლებინა აშშ - აშშ-სგან...
5 აპრილს აშშ-ს შტატების დიდ უმრავლესობაში ხალხმრავალი და, ზოგიერთ შემთხვევაში, მასობრივი დემონსტრაციები ჩატარდა ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ - და ეს ყველაფერი პირველად, მისი ინაუგურაციის შემდეგ. აქციათა მასობრიობა უზრუნველყოფილი იყო დემოკრატიული პარტიის გავლენის ორბიტაში ტრადიციულად შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობით - პროფკავშირები, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, ლგბტ თემის უფლებების ჯგუფები, პროპალესტინელი აქტივისტები და ა.შ.

გარდა ამისა, დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან ტრამპის მიერ გამოცხადებულ სატარიფო პოლიტიკას. აქციების წინა დღეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პირველად საჯაროდ ისაუბრეს ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. რესპუბლიკელების რიგებშიც გამოჩნდნენ პირველი „გვეშველება რამე“ ​-ს წარმომადგენლები. გავლენიანმა სენატორმა ტედ კრუზმა The Financial Times-თან გამოთქვა შიში, რომ 2026 წლის შემოდგომაზე შუალედურ არჩევნებზე აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიას „სისხლიანი აბანო“ ელოდება, რადგან რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის რეიტინგის დაცემის გამო, ასევე კატასტროფული რეიტინგული ვარდნის რისკის ქვეშ არიან.

კრუზი ამტკიცებს, რომ ტრამპისა და მისი გუნდის პოლიტიკური კოლაფსის მიზეზი, მისი სატარიფო პოლიტიკა იქნება, რაც აუცილებლად მიიყვანს ამერიკას რეცესიამდე. სენატორი მიიჩნევს, რომ ამ რეცესიას დაამძიმებს სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი, რაც ტარიფებში მოყოლილი მსოფლიოს მხრიდან საპასუხო ქმედებების სახით გარდაუვალი იქნება. ამ შემთხვევაში, კრუზის აზრით, ამერიკის ეკონომიკას საშინელი ბედი ელის, რესპუბლიკელები კი პოლიტიკურ კოლაფსს და დემოკრატების მიერ კონგრესის ორივე პალატის ხელში ჩაგდებას მოესწრებიან.

P.S.: საინტერესოა, ჩვენი აშშ-დროშებიანი „ბაბლი" შეუერთდება თუ არა ანტიტრამპისტულ მოძრაობას და რა ფორმით...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი