აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს „მონებს“ რომ უწოდებენ - მათი ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
314 09 აპრილი 2025, 14:05
აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს „მონებს“ რომ უწოდებენ - მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს არა ერის ტრაგედია, არამედ პირადი ტრაგედიაა და ამ ადამიანების გამზრდელები ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ იმ მწუხარებას, რაც მათმა ნებაყოფლობითმა არჩევანმა და არასწორ მხარეს დგომამ გამოიწვია.

„აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს „მონებს“ რომ უწოდებენ - მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს. მე ვიზიარებ მათი გამზრდელების ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელ მწუხარებას, რომელიც ადრე თუ გვიან მათ ეწვევა. ეწვევა იმ გარდაუვალ კოშმარულ აღიარებასთან ერთად, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველობის ის უწყვეტი ჯაჭვი, რომლის რგოლები პერიოდულად სუსტდებოდა, მერე კვლავ მტკიცდებოდა უფალსა და სამშობლოსა მას შინა - დღეს სწორედ მათსა და მათ შვილებსა ზედა გაწყდა. თუმცა, ეს არაა ერის ტრაგედია. ერი ამ ყველაფერზე უფრო უზენაესია - ეს მათი პირადი, საოჯახო ტრაგედიაა. მე ისინი არ მეცოდება - მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ესეც ხომ თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია - ნებაყოფლობით აირჩიო: უფლისკენ ხარ, თუ ლუციფერისკენ; „ცხვრების“ მხარეზე გინდა აღმოჩნდე, თუ „თხების“ - ჟამსა მას შინა, ოდეს უფალი მოვიდეს სუფევითა თვისითა და განსაჯოს მართალნი და მტყუანნი საქმეთაებრ მათითა. თანაც, ყველა რომ უნდა გადარჩეს, ამაში არც სახარებას შევუყვანივართ შეცდომაში. ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა იმ თავდადებული ქართველის სულები, რომლებსაც არასდროს შეშლია, თუ რომელი მხარე აირჩიონ ამ წუთისოფელში", - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი