ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
404 14 აპრილი 2025, 10:10

კომისიას ვერ აშავებენ და წულუკიანს ერჩიან, მოგონილი ბრალდებით - სააკაშვილმა აგვისტოს გმირები საკუთარ პიარს შესწირა, როგორ თქვაო?!“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, ფაქტია, რომ დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა.

„ქართული ექსტრემიზმი, ყველა „ბედნიერებასთან“ ერთად, ჭკუასუსტობით გამოირჩევა და პრიმიტიული ლოგიკით მოქმედებს:

რუსეთი ოკუპანტია და ეს ფაქტი ყველა ბრალდებას აბათილებს, თუნდაც სააკაშვილის მთავრობას ეღალატა სახელმწიფო ინტერესებისთვის;

მერე რა, თუ რეზერვისტები საზეიმო კორიდორისთვის ესაჭიროებოდა...

მერე რა, თუ ტრიბუნა და დროშები მიჰქონდა ცხინვალში, საკვების, ტყვია-წამლისა და იარაღით მომარაგების მაგივრად...

მერე რა, თუ მოსახლეობის ევაკუაცია არ გამოაცხადა და ხალხი გაწირა...
მთავარია, რუსეთია ოკუპანტი!

სინამდვილეში, 2008 წლის აგვისტოს ომი და ქართველი ხალხის უბედურება, ყველამ საკუთარი საქმისთვის გამოიყენა:

საქართველოდან გასული რუსული ჯარი უფრო მასშტაბურად შემოვიდა საქართველოში...
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა მაკკეინმა მთელი თავისი საპრეზიდენტო კამპანია რუსულ ოკუპაციაზე ააწყო...

სააკაშვილმა 7 ნოემბრისას დაზიანებული რეპუტაციის აღდგენა სცადა და რუსთაველზე, „მიშა-მიშა“ აძახებინა ხალხს...

მხოლოდ მოსახლეობა, გაუბედურებული ოჯახები და სამაჩაბლოს ძირძველი ტერიტორიები დარჩა უსაშველოდ მიტოვებული!

დიახ, სააკაშვილმა ამერიკელ „ნეოკონებთან“ შეთანხმებითა და კრემლთან სტრატეგიული მოკავშირეობით, სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა და ამისათვის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!
P.S. იმ იდიოტურ არგუმენტზე, რომ რუსეთი მაინც აპირებდა ოკუპაციას, უფრო პრიმიტიული პასუხით აგიხსნით რეალობას - დღეს რომ სოხუმისკენ ქართული ჯარი დაიძრას, საყოველთაო მობილიზაცია არ გამოცხადდეს, ტყვია-წამლისა და პირველადი დახმარების ნაცვლად ტრიბუნა და დროშები წაიღოს რეზერვმა, [რის ფონზეც] რუსები უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპაციას მოახდენენ - ეს ვისი პასუხისმგებლობა იქნება?

დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილისა და „ნეოკონების“ ერთობლივი ავანტიურა იყო, სადაც კრემლმა იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ოდესმე!

დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი - არასოდეს მოუსმინოთ პროპაგანდისტებს, როგორიც „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რადიოსთან და თბილისთან
დავით ჩიხელიძე: ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი
დავით ქართველიშვილი: შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობაა - ცივი წყალი დალიოს
ქართველიშვილი ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, როდესაც თავს უწოდებ „ქვეყნის პრეზიდენტს“ და პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მიდიხარ საფრანგეთში, რათა მათ პარლამენტს გამოსტყუო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია
ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა
არქივი