გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
337 14 აპრილი 2025, 12:01

უკეთურების მოყვარე ე.წ. NGO-ები ხელისუფლებას კი არ უპირისპირდებიან, არამედ ებრძვიან ყოველივე ქართულს, ფასიანი ბრძანების გამო ყველაფერს მოაწერენ ხელს და მათი ადგილი არ უნდა იყოს კანონით დაშვებულ სივრცეში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მკაცრი დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღსაკვეთია გარედან დაფინანსება და აგენტოკრატიის თარეში, ხოლო, ამ პროცესს არჩეული კანონმდებლები ბოლომდე მიიყვანენ. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მოსაზრებას, რომ არასამთავრობოები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას აფინანსებენ, სამოქალაქო საზოგადოებად ვერ ჩაითვლება, სრულიად ეთანხმება.

„უკეთურების მოყვარე ე.წ. NGO-ები ხელისუფლებას კი არ უპირისპირდებიან, არამედ ებრძვიან ყოველივე ქართულს, ფასიანი ბრძანების გამო ყველაფერს მოაწერენ ხელს და მათი ადგილი არ უნდა იყოს კანონით დაშვებულ სივრცეში. დემოკრატია ყველა ბოროტი ვიგინდარას თავაშვებულობას არ ნიშნავს, იმის მიუხედავად თუ რომელ ვალუტაში იღებს გასამრჯელოს და რომელი უცხო ძალა მართავს. მკაცრი დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღსაკვეთია ბინძური საგარეო ფინანსური ინექციები და აგენტოკრატიის ცოფიანი „ნაცფინიების“ თარეში, პროცესს ბოლომდე მიიყვანენ არჩეული კანონმდებლები.

სრულიად ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომ „ენჯეო-კარტელის ეს ბოსები და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სულ უფრო მეტად ემსგავსება „ათასი ბორცვის რადიოს“, ზიზღის გამღვივებელ მედიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა, 30 წლის წინ, რუანდაში დატრიალებულ გენოციდში. არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა. სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ეს ადამიანები არა მხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებენ, არამედ ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც ძალაუფლებისთვის მათი ბრძოლის მთავარი ტაქტიკაა“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა
დავით ქართველიშვილი: იტალიაში შემდგარმა კონტაქტებმა დააფიქსირა პრაგმატული "სტატუს-კვო": საქართველო არ ირჩევს თვითიზოლაციის გზას, მაგრამ არც დამყოლი მოთამაშის როლს ირგებს საკუთარ თავზე
ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როცა ქვეყანა ევრობიუროკრატიული გავლენების ქვეშაა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, შედეგი მძიმეა, საქართველო რომ გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ამავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით
ლაშა გეგეჭკორი: შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს - ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას
ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანხვედრა არსებობს
არქივი