დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
246 03 მაისი 2025, 10:17
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას  „თავზე ხელი უნდა ავიღოთ  - დედაქალაქშიც გენერალური ბრძოლისთვის ვართ მოსამზადებელი. სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“ სოციალური ქსელით ეხმიანება. 

ექსპერტის თქმით, ქართველებს უნდა უხაროდეთ, რომ ახლა ქვეყანაში ყველაზე დიდი „საფრთხე“ ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული „ბრძოლაა“. 

„ახლა Lee Van Der Khabe-ს პიარში არ ჩამომართვათ - რატომ დავდე ეს "გენიალური" მოწოდება. კონტრასტის გამო. დღეს წავიკითხე - თბილისმა „საბოლოოდ“ დაკარგა სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქცია, რომელიც ბაქომ აითვისა. და აი რატომო: მიუხედავად „ანტიდემოკრატიული“ აზერბაიჯანისა, მას მაინც სტუმრობს მაღალფარდოვანი სიტყვებით ევროკომისარი; სირიაზე (თურქეთის პროქსი-გავლენის ზონაზე) მორიგი ავიადარტყმების მიყენების შემდეგ - ბაქოში თურქეთის საჰაერო სივრცის (!) გამოყენებით 5-დღიანი (!!) ვიზიტით ჩადის ნეთანიაჰუ; ამის შემდეგ ბაქოში ჩადის ერდოღანი; და 9 მაისს პუტინთან ჩადის ალიევი - და სად არისო ამ ყველაფრის ფონზე თბილისი.
ამ ყველაფრის ფონზე „თბილისი“ მაგონებს გაზის „პლიტასთან“ მყოფ პატარა ბავშვს, რომელსაც მზრუნველმა მშობლებმა ასანთი წაართვეს და იმის მაგივრად, რომ უხაროდეს - რატომღაც სიმწრის ცრემლები მოსდის. გვიხაროდენ! რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ მოვლენებისგან ამ ეტაპზე (ყოველ შემთხვევაში) რაც შეიძლება შორს ვართ. გვიხაროდენ! რომ კარგ „ჯიგრულ“ ომს თუ დაძაბულობას - „ცუდი“ მშვიდობა გვირჩევნია. და მესამედაც - გვიხაროდენ! რომ ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“. ჩვენ კიდევ: „ბრიუსელი - დამასკო - თელავივი - ბაქო - ანკარა - მოსკოვი“-ს ღერძის პარალელურად - თუ ამ „ბრძოლაში“ დავმარცხდით, მაშინ რა გითხრათ, რით გაგახაროთ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელისაშვილზე: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. დაიღალა შიშით და გადაწყვიტა, ყველაზე წყნარ ადგილზე მოხვედრილიყო
არაკომპეტენტური და კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს
სადაა საერთაშორისო მხარდაჭერა და ევრორეზოლუციები უკრაინაში „დემოკრატიის უკუსვლის“ და დიქტატორული რეჟიმის თაობაზე? მპოვნელი - დასაჩუქრდება
მაია სანდუს განცხადებაზე: მალე „საერთაშორისო რადარებზე“ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდება და დასავლეთისთვის ესოდენ სანატრელი „მეორე ფრონტი“ რუსეთთან
გამოავლინეს უკრაინის დეპუტატი, რომელიც სხვა პარლამენტარებს სთავაზობდა უკანონო სარგებელს. ზოგიერთი წყარო აკავშირებს იულია ტიმოშენკოს, სხვა ცნობები მიუთითებს დავით არახამიაზე
არქივი