ჩვენს გარდა ჩვენივე საშინაო საქმეებს ვერავინ ვერ გაუმკლავდება - მთავარია, არ ჩაერიონ იმ მასშტაბით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 03 მაისი 2025, 13:27
გადამეტებული იმედები ტრამპის ადმინისტრაციის პიარ-კამპანიაზე, რომელსაც „დიფ სთეითი" უნდა „დაემარცხებინა" და მსოფლიოში კონსერვატიული და ტრადიციული ძალების მიმართ „რობინ ჰუდის" როლი უნდა ეტვირთა - არც რუმინეთს უნდა ჰქონოდა, არც საფრანგეთს და არც გერმანიას, - წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, არანაირი „გადატვირთვის" იმედი ამ ეტაპზე არ უნდა გვქონდეს, არანაირი სასანქციო პოლიტიკის გადახედვას არ უნდა ველოდოთ, ორპარტიული „მეგობრობის აქტის" არამეგობრულ შინაარსსაც წინასწარ შევეგუოთ.

„გადამეტებული იმედები ტრამპის ადმინისტრაციის პიარ-კამპანიაზე, რომელსაც "დიფ სთეიტი" უნდა "დაემარცხებინა" და მსოფლიოში კონსერვატიული და ტრადიციული ძალების მიმართ "რობინ ჰუდის" როლი უნდა ეტვირთა - არც რუმინეთს უნდა ჰქონოდა, არც საფრანგეთს და არც გერმანიას (ნუ, ბრიტანეთი - ცალკე თემაა). ამიტომაც ჩაიშალა რუმინეთში - არჩევნები, საფრანგეთში - მაკრონის პოტენციური შემცვლელი გაანეიტრალეს, ხოლო გერმანიაში - ლიდერი პარტია ლამის "ტერორისტად" გამოაცხადეს. მანამდე იყო წარმატებული ოპერაციები უკრაინასა და მოლდოვაში. დღემდე გრძელდება წარუმატებელი ოპერაცია საქართველოში. ამიტომ, ჩვენს გარდა ჩვენივე საშინაო საქმეებს ვერავინ ვერ გაუმკლავდება - მთავარია, არ ჩაერიონ იმ მასშტაბით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში, და ეს იქნება ყველაზე დიდი შველა ჩვენთვის. ამერიკამ მიხედოს თავის პოპულისტურ თამაშებს - დანიასთან, კანადასთან, მექსიკასთან. გააგრძელოს უცნაური სატარიფო ომები ჩინეთთან და ბრიუსელთან. დაივიწყოს უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე ფიქრი. ფოკუსირდეს საკუთარი შიდა პრობლემების მოგვარებაზე ("ამერიკა უპირველეს ყოვლისა") - ჩვენ კი გულწრფელად წარმატებები ვუსურვოთ მათ ყოველივე ამაში. არანაირი "გადატვირთვის" იმედი ამ ეტაპზე არ უნდა გვქონდეს, არანაირი სასანქციო პოლიტიკის გადახედვას არ უნდა ველოდოთ, ორპარტიული "მეგობრობის აქტის" არამეგობრულ შინაარსსაც წინასწარ შევეგუოთ. საქართველოსთვის არაფერი არ შეცვლილა! უფალია ჩვენი ზეციური შემწე, დედამარიამი ჩვენზე მზრუნველი, სულიერ სფეროში - უწმინდესის ლოცვა გვაძლიერებს, პოლიტიკურ ველზე - უდიდესი მამულიშვილი და ქველმოქმედი გვაიმედებს. ერთმანეთის გვერდში დგომა არ მოგვბეზრდეს და თუ დიდ სისულელეს ჩვენ კვლავ არ დავუშვებთ ამ ღვთივკურთხეულ სამშობლოში - ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგვერევიან!”- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი „ფასი" მისთვის არ არსებობს
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს „მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში" ხედავს
არქივი