ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 03 მაისი 2025, 21:03

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გერმანიაში, საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმიანება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ეს აბსურდი დემოკრატიის დროშით მიეწოდება საზოგადოებას, სინამდვილეში კი ეს არის "Deep State" - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული.
„გერმანიაში, რომელმაც თითქოს მისი ბნელი წარსული უკან მოიტოვა, ერთი შეხედვით დემოკრატიისთვის სრულიად შეუთავსებელი რამ მოხდა. ექსტრემისტულად გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD). გამოდის რომ ამ პარტიის უამრავი ამომრჩეველი ექსტრემიზმის სენით არის შეპყრობილი და სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
წარმოიდგინეთ აბსურდის დონე, და ეს აბსურდი დემოკრატიის დროშით მიეწოდება საზოგადოებას. სინამდვილეში კი ეს არის "Deep State" - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული. ამ მხრივ, ერთ-ერთი მაგალითია საქართველოც, რომელიც "Deep-State" -სგან სწორედ ეროვნული ინტერესების გატარების გამო ისჯება გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის რეაგირება ასეთ მოვლენებზე ვერბალურ შეშფოთება-აღშფოთებას არ სცდება, კითხვა ჩნდება, ხომ არ არის სიმართლესთან ახლოს ვერსია, რომ არავითარი რეალური ბრძოლა "Deep State" -თან არ ხდება და საქმე მის რებრენდიგთან გვაქვს. ეს მალე გაირკვევა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა
დავით ქართველიშვილი: იტალიაში შემდგარმა კონტაქტებმა დააფიქსირა პრაგმატული "სტატუს-კვო": საქართველო არ ირჩევს თვითიზოლაციის გზას, მაგრამ არც დამყოლი მოთამაშის როლს ირგებს საკუთარ თავზე
ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როცა ქვეყანა ევრობიუროკრატიული გავლენების ქვეშაა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, შედეგი მძიმეა, საქართველო რომ გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ამავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით
ლაშა გეგეჭკორი: შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს - ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას
ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანხვედრა არსებობს
არქივი