დავით ქართველიშვილი: რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 05 მაისი 2025, 11:54

რუმინეთში განმეორებით გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ, სადაც ულტრამემარჯვენე პარტია „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ რუმინეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა მისაღები ყოფილა.

„აშკარად წმინდა ანთიმოზ ივერიელის ზეციური შეწევნით რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა (მიღებული ხმების 40.67%-ით). მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის დამოუკიდებელი მერი ნიკუშორ დანი (20.94%-ით). ისინი ერთმანეთს მეორე ტურში შეხვდებიან, რომელიც 18 მაისს დაინიშნა. მოქმედი ხელისუფლების კანდიდატმა კრინ ანტონესკუმ, კი ხმების 20.25% მიიღო და დამარცხება აღიარა.

ეს არჩევნები ხელახლა ჩატარდა 2024 წლის ნოემბრის შედეგების გაუქმების შემდეგ, როდესაც ქელინ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. მაგრამ ხალხის ძალა და ხალხის ნება ოხერია. რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე. სიმიონი ასევე გამოთქვამს მხარდაჭერას დონალდ ტრამპის მიმართ და უჭერს მხარს რუმინეთის ისტორიული საზღვრების აღდგენას, მათ შორის მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი „ფასი" მისთვის არ არსებობს
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს „მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში" ხედავს
არქივი