ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 07 მაისი 2025, 21:37

ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„რისი ეჭვიც მქონდა ეგ არის ზუსტად...

ანუ, ჯერ განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომ ისე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს...

ანუ, საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვალდებული სამსახურები საქმის კურსშიც კი არ ჩააყენა?!

P.S. უკაცრავად, ვაშინგტონში საქართველოს აშავებს „ჰელსინკის ნაძირალათა კავშირი“ და თბილისში ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ავლენს შტატების საელჩო - ეს ვითომ დამთხვევაა?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, სუს-ის მიერ აშშ-ის საელჩოს საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ
ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა
პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: „მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა“, „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო?“ - პირველი ბზარი „ნაცმოძრაობის“ ერთობაში
გია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა
ზაალ ანჯაფარიძე: გუშინდელმა დებატებმა „რუსთავი-2“-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. ინტელექტუალების დეგრადაციის ახალი დონე
არქივი