შალვა პაპუაშვილი: საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 22 მაისი 2025, 11:30

ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე.

„ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა.

„ენჯეოების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა. საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე.

საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს, დღემდე, არც ერთხელ (!) არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია.

პასუხისმგებლობიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი