დავით ჩიხელიძე: Tbilis Open Air -ზე მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით - სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 25 მაისი 2025, 20:21

Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას და***სა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე წერს, „ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ!“

„Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას და***სა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა, აღნიშნული ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა სად ვართ და სად უნდა ვიყოთ!

მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამოძიების პირობა დადო. რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და დეოკუპაციაზე, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა
იღწვის.

ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ! ყოველი მსგავსი გამოხტომის და დაუფიქრებელი ნაბიჯის შემდეგ, საქართველოს მთავრობაზე წნეხი იზრდება, უარესდება არსებული რეალობა, რისი გამოსწორებაც დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, დაფიქრდით ვის წისქვილზე ასხამთ წყალს და ვის თამაშს თამაშობთ!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი